воскресенье, 12 сентября 2010 г.

უკვე ორი წელია ვარ 7 -4 კლასის დამრიგებელი. კლასში თავდაპირველად 28 მოსწავლე იყო ,როგორც ხდება ხოლმე ზოგი სხვა სკოლაში წავიდა, ზოგი სხვა სკოლიდან მოვიდა, ამჟამად 30 მოსწავლეა-- 17 გოგონა და 13 ვაჟი. ჩემი ბავშვები ლამაზები,მეგობრულები და გონებაგახსნილები არიან. მე ისინი ძალიან მიყვარან, რადგან ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან. ისავე როგორც ყველა მოზარდს მათაც ყველაზე მეტად გართობა აინტერესებთ, ამავე დროს წარმატებით არიან ჩართულები საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში. .გამოუშვეს უამრავი საკლასო და სასკოლო კედლის გაზეთები სხვადასხვა თემებძზე. კლასში არ გვყავს წარუმატებელი მოსწავლე ბავშვები ერთობლივი ძალებით ცდილობენ პრობლემები მოგვარებას ეხმარებიან ერთმანეთს, მეც მათ გვერდით ვდგავარ. ყოველ წელს დავდივართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ვეცნობით ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნაობებს.