ახალი 2010-2011 სასწავლო წელი დაიწყო 2010 წლის 15 სექტემბერს. წლის დასაწყისშივე კლასში იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები. სამი მოსწავლე სვანიშვილი გიორგი, ძიგრაშვილი ბექა და ქუშაშვილი ნონა გადავიდა სხვა სკოლაში.
კლასში ირიცხება 23 მოსწავლე. 12 ვაჟი და 12 გოგონა.
კლასში სუფევს ჯანსაღი გარემო. ყველა ბავშვს აქვს სახელმძღვანელოები, სასწავლო ნივთები. ბავშვები არიან ზრდილობიანები, მეგობრულები, კომუნიკაბელურები. იციან უფროს-უმცროსობა. მასწავლებლებთან მიმართებაში არიან მოწიწებულნი და ამავე დროს ცოტა თამამებიც. გამოირჩევიან დიდი აქტიურობით. ხალისით ხვდებიან ნებისმიერ ახალ წამოწყებას, ჩართულნი არიან სკოლის და სკოლის გარეშე სტუდიებში სიარულით. გააჩნიათ საკუთარი აზრი და შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
მოსწავლეები მოწესრიგებულნი ცხადდებიან სკოლაში, იცავენ პირად ჰიგიენას, უფრთხილდებიან როგორც საკუთარ საკლასო ოთახს, ისე მთლიანად სკოლას და მის ქონებას. იცავენ მოსწავლეთა ქცევის კოდექსს და აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში.
მოსწავლეებთან შეთანხმებით დავადგინე, რომ ყოველ კვირის პარასკევ დღეს, ექვსი გაკვეთილის შემდეგ გვექნება ,,კლასის საათი”, სადაც გვექნება საუბრები სხვადასხვა თემებზე, ჩავატარებთ სხვადასხვა სახის ვიქტორინებს და ა.შ.