ბავშვებო, ყველანი მიყვარხართ.......
ჩემი სადამრიგებლო კლასი
суббота, 13 ноября 2010 г.
вторник, 2 ноября 2010 г.
ერთი ლამაზი გაკვეთილი ჩვენს კლასში
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ბერიშვილმა ჩვენს კლასს , ერთი ლამაზი დღე შემატა, მისი დახმარებით კლასმა მონაწილეობა მიიღო ქართველი მგოსნის აკაკი წერეთელის საიუბილეო კვირეულში.
понедельник, 11 октября 2010 г.
სკოლის თვითმართველობა
2010 -2011 სასწავლო წელს VII კლასში ჩატარდა სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის წევრის ფარული არჩევნები. გაიმარჯვა ელენე სიდამონიძემ . ელენე დაპირდა კლასელებს, რომ იქნებოდა ერთ-ერთი აქტიური წევრი და მონდომებით შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს.
пятница, 24 сентября 2010 г.
მოსწავლეთა ქცევის კოდექსის გაცნობა
2010 წლის 24 სექტემბერს მოსწავლეებს ჩემი სადამრიგებლო კლასიდან კიდევ ერთხელ გავაცანი ,,მოსწავლეთა ქცევის კოდექსი”. მათ გულისყურით მოისმინეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რის შემდეგაც თითოეულმა ბავშვმა შესაბამის ,,უწყისში” საკუთარი ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ გაეცვნენ აღნიშნულ კოდექსს და ეთანხმებიან მას. ხელმოწერების ,,უწყისი” კოდექსთან ერთად ინახება დამრიგებლის ,,პორტფოლიოში”.
ახალი სასწავლო წელი
ახალი 2010-2011 სასწავლო წელი დაიწყო 2010 წლის 15 სექტემბერს. წლის დასაწყისშივე კლასში იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები. სამი მოსწავლე სვანიშვილი გიორგი, ძიგრაშვილი ბექა და ქუშაშვილი ნონა გადავიდა სხვა სკოლაში.
კლასში ირიცხება 23 მოსწავლე. 12 ვაჟი და 12 გოგონა.
კლასში სუფევს ჯანსაღი გარემო. ყველა ბავშვს აქვს სახელმძღვანელოები, სასწავლო ნივთები. ბავშვები არიან ზრდილობიანები, მეგობრულები, კომუნიკაბელურები. იციან უფროს-უმცროსობა. მასწავლებლებთან მიმართებაში არიან მოწიწებულნი და ამავე დროს ცოტა თამამებიც. გამოირჩევიან დიდი აქტიურობით. ხალისით ხვდებიან ნებისმიერ ახალ წამოწყებას, ჩართულნი არიან სკოლის და სკოლის გარეშე სტუდიებში სიარულით. გააჩნიათ საკუთარი აზრი და შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
მოსწავლეები მოწესრიგებულნი ცხადდებიან სკოლაში, იცავენ პირად ჰიგიენას, უფრთხილდებიან როგორც საკუთარ საკლასო ოთახს, ისე მთლიანად სკოლას და მის ქონებას. იცავენ მოსწავლეთა ქცევის კოდექსს და აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში.
მოსწავლეებთან შეთანხმებით დავადგინე, რომ ყოველ კვირის პარასკევ დღეს, ექვსი გაკვეთილის შემდეგ გვექნება ,,კლასის საათი”, სადაც გვექნება საუბრები სხვადასხვა თემებზე, ჩავატარებთ სხვადასხვა სახის ვიქტორინებს და ა.შ.
понедельник, 13 сентября 2010 г.
ჩვენი კლასის ყველაზე წარმატებული მოსწავლეები
შუბითიძე ლიკა
კობიაშვილი ნათია
ჟიჟიაშვილი ანა
სუჯაშვილი ბიძინა
ოდიშვილი შალვა
სიდამონიძე ელენე
გურგენიძე მარიამი
გურგენიძე მარიამი
воскресенье, 12 сентября 2010 г.
ღონისძიება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ბერიშვილმა, მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენს კლასში ჩაატარა ღონისძიება თემაზე: ,,აღსდეგ გმითრ გმორო ნუ გძინავს"
Подписаться на:
Сообщения (Atom)